,,ხელით შექმნილი ცოდნის სამყარო"

სასწავლო რესურსი მიზანად ისახავს მოსწავლის მიერ  ხელნაწერი წიგნის შექმნს, მის დაასურათებას ეპიზოდებად და  საკუთარი ნამუშევარის პრეზენტაციას.
    ბავშვების მიერ ილუსტრირებული წიგნები სხვადასხვა იდეის და შინაარსის მატარებელია: მეგობრობა, ბულინგი, სიკეთის და ბოროტების ჭიდილი,ოცნებები და ასე შემდეგ. თითოეული ნამუშევარი განთავსებულია ფორმატის ქაღალდზე, რომელიც სპეციალურ ,,ჯიბეეშია" ჩალაგებული და გაკრულია კლასში შესაფერის ადგილას.
 მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ  მათ მიერ შექმნილი წიგნები საუკეთესო თვალსაჩინოებაა ქართულში და ისტორიაში, როდესაც ხელნაწერ საგანძურებზე აქვთ თემა მოცემული.
ასევე გააცნობიერეს ის თუ რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ხელნაწერი წიგნების შექმნა, როდესაც არ იყო საბეჭდი დაზგა.
    ,,ხელით შექმნილი ცოდნის სამყარო"- სწავლა კეთებით, როდესაც მოსწავლე საკუთარი ცოდნის, ინტელექტისა და შემოქმედების პროდუქტს ხედავს.
იდეა მისაღები აღმოჩნდა ინგლისურის და რუსულის მასწავლებლებისთვის.









No comments:

Post a Comment